Thursday, May 16, 2013

საზაფხულო სკოლის პროგრამა


საზაფხულო სკოლა - „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“

დღე 1:
9.30-10.30 ღონისძიების წევრების რეგისტრაცია
10.30 – 11.00 ღონისძიების ოფიციალური გახსნა (თეონა იაშვილი, ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი; დავით ჯანდიერი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე)
11.00 - 12.00 ლექცია: პირველი რესპუბლიკის ჩამოყალიბების პროცესი (დიმიტრი შველიძე, პროფესორი)
12.00 – 12.15 კითხვა-პასუხი
12.15 – 12.30 შესვენება
12.30 - 13.30 ლექცია: პირველი რესპუბლიკის პოლიტიკური პარტიები (დიმიტრი შველიძე, პროფესორი)
13.30 – 13.45 კითხვა-პასუხი
13.45 – 14.45 თავისუფალი დრო
14.45 – 15.45 ლექცია: ზოგადი პოლიტიკური მსოფლმხედველობა/ პირველი რესპუბლიკის მთავრობის წევრების პოლიტიკური პორტრეტები (დიმიტრი შველიძე, პროფესორი)
15.45 – 16.00 კითხვა-პასუხი
16.00 – 16.15 შესვენება
16.15 – 17.15 ლექცია: საქართველოს პირველი კონსტიტუცია (მალხაზ მაცაბერიძე, პროფესორი)
17.15 – 17.30 კითხვა-პასუხი
17.30 – 17.45 შესვენება
17.45 – 18.45 ლექცია: დამფუძნებელი კრება და მისი მუშაობა (ოთარ ჯანელიძე, პროფესორი)

დღე 2:
9.30-10.30 ლექცია: ადგილობრივი თვითმმართველობები/ ერობები (ოთარ ჯანელიძე, პროფესორი)
10.30 – 10.45 კითხვა-პასუხი
10.45 – 11.00 შესვენება
11.00 – 12.00 ლექცია: პირველი დემოკრატიული არჩევნები საქართველოში (ოთარ ჯანელიძე, პროფესორი)
12.00 – 12.15 კითხვა-პასუხი
12.15 – 12.30 შესვენება
12.30 – 13.30 ლექცია: საარქივო დოკუმენტები პირველი რესპუბლიკის შესახებ (ანტონ ვაჭარაძე, ისტორიის მაგისტრი, საქართველოს ეროვნული არქივის საისტორიო ცენტრალური არქივის დირექტორი)
13.30 – 13.45 კითხვა-პასუხი
13.45-14.45 თავისუფალი დრო
14.45 – 16.00 დებატები მრგვალ მაგიდასთან პირველ მოდულში განხილულ საკითხებთან დაკავშირებით
16.00 – 16.15 შესვენება
16.15 – 19.00 ექსკურსია ძველ თბილისში

დღე 3:
09.30 – 13.30 ექსკურსიები: თბილისის ისტორიული შენობები, ოპერა და ოპერის მუზეუმი, რუსთაველის თეატრი, ეროვნული ბიბლიოთეკა
13.30 – 14.30 თავისუფალი დრო
14.30 – 15.30 ლექცია: კულტურა და ხელოვნება
15.30 – 15.45 კითხვა-პასუხი
15.45 – 16.00 შესვენება
16.00 – 17.00 ლექცია: განათლების სისტემა და მის წინაშე მდგარი პრობლემები
17.00 – 17.15 კითხვა-პასუხი
17.15 – 17.30 შესვენება
17.30 – 18.30 გამოფენა: საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა ფოტოებში

დღე 4:
09.30 – 10.30 ლექცია: საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების წინაპირობები/ ქართულ-გერმანული ურთიერთობები (ბექა კობახიძე, ისტორიის დოქტორანტი)
10.30 – 10.45 კითხვა-პასუხი
10.45 – 11.00 შესვენება
11.00 – 12.00 ლექცია: ურთიერთობა მეზობლებთან და მათთან კონფლიქტების გადაჭრების გზები (მიხეილ ბახტაძე, პროფესორი)
12.00 – 12.15 კითხვა-პასუხი
12.15 – 12.30 შესვენება
12.30 – 13.30 ევროპისა და ამერიკის სახელმწიფოთა სახელმწიფების დამოკიდებულება საქართველოსადმი და ქართული სახელმწიფოს პოზიცია (ბექა კობახიძე, ისტორიის დოქტორანტი)
13.30 – 13.45 კითხვა-პასუხი
13.45-14.45 თავისუფალი დრო
14.45 – 15.45 ლექცია: საქართველოს საკითხი პარიზის საზავო კონფერენციაზე (ბექა კობახიძე, ისტორიის დოქტორანტი)
15.45 – 16.00 კითხვა-პასუხი
16.00 – 16.15 შესვენება
16.15 – 17.15 ლექცია: ქართული დიპლომატიური მისიები ევროპაში და ქართველი დიპლომატები (ბექა კობახიძე, ისტორიის დოქტორანტი)
17.15 – 18.15 დებატები მრგვალ მაგიდასთან საქართველო საგარეო ურთიერთობების საკითხებზე

დღე 5:
09.30 – 10.30 შეიარაღებული ძალების შექმნის პროცესი (დიმიტრი სილაქაძე, ისტორიის დოქტორანტი)
10.30 – 10.45 კითხვა-პასუხი
10.45 – 11.00 შესვენება
11.00 - მთელი დღის მანძილზე - საფეხმავლო ტური კოჯორ-ტაბახმელაში (საქართველო - საბჭოთა რუსეთის საომარი ადგილი 1921 წელს)
ლექცია: საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის წარმოებული ომები (დიმიტრი სილაქაძე, ისტორიის დოქტორანტი)
ლექცია: რუსეთ-საქართველოს ომი (დიმიტრი სილაქაძე, ისტორიის დოქტორანტი)

დღე 6:
09.30 – 10.30 ექსკურსია საქართველოს ეროვნულ არქივში და იქ დაცული რარიტეტული მასალების გაცნობა
10.30 – 10.45 კითხვა-პასუხი
10.45 – 11.00 შესვენება
11.00 – 12.00 ლექცია: დამოკიდებულება რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობებთან/ ქალთა უფლებები/ პრესა (გიორგი გაფრინდაშვილი, ისტორიის დოქტორანტი)
12.00 – 12.15 კითხვა-პასუხი
12.15-13.15 ლექცია: საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკა და ფულის ნიშნები (ნიკო ჯავახიშვილი, პროფესორი)
13.15 – 14.15 თავისუფალი დრო
14.15 – 16.30 ექსკურსია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში და იქ დაცული რარიტეტული მასალის გაცნობა
16.30 – 17.30 ლექცია: საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია და სახელმწიფო (ქეთევან ასათიანი, ფილოლოგიის დოქტორი, საქართველოს ეროვნული არქივის უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივის დირექტორის მოადგილე)
17.30 – 17.45 კითხვა-პასუხი
17.45 – 18.30 დებატები მრგვალი მაგიდის გარშემო ეკონომიკურ, რელიგიურ და ადამიანის უფლებათა საკითხებზე

დღე 7:
09.30 – 10.30 ლექცია: ვიზუალური და აუდიო მასალა საქართველოს პირველი რესპუბლიკის შესახებ (ნინო ძანძავა, საქართველოს ეროვნული არქივის კინოფოტოფონო დოკუმენტების ცენტრალური არქივის დირექტორის მოადგილე)
10.30 – 10.45 კითხვა-პასუხი
10.45 – 11.00 შესვენება
11.00 – 11.45 დებატები მრგვალი მაგიდის გარშემო კულტურულ საკითხებზე
11.45 – 12.00 შესვენება
12.00 – 13.00 ლექცია: საქართველოს ოკუპაცია ბოლშევიკების მიერ და მათი ბატონობის პირველი პერიოდი (ანტონ ვაჭარაძე, ისტორიის მაგისტრი, საქართველოს ეროვნული არქივის საისტორიო ცენტრალური არქივის დირექტორი)
13.00 – 13.15 კითხვა-პასუხი
13.15 – 14.15 თავისუფალი დრო
14.15 – 18.00 ექსკურსია საქართველოს ძველ დედაქალაქ მცხეთაში: ჯვარი, სვეტიცხოველი, დედათა მონასტერი
18.00 - 19.00 დაბრუნება ეროვნულ არქივში და ღონისძიების ოფიციალური დახურვა
19.00 – 20.00 თავისუფალი დრო
20.00 – 00.00 ბანკეტი

საზაფხულო სკოლის მონაწილეების შერჩევა



„სსიპ - საქართველოს ეროვნული არქივი“ და „სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი“ აწყობს ქართველოლოგიის საზაფხულო სკოლას - „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921)“.
ჩატარების ადგილი: თბილისი, საქართველოს ეროვნულ არქივი, 2013 წლის 17-23 ივლისი.
საზაფხულო სკოლაში მონაწილეობას მიიღებს 15 მონაწილე, მათ შორის უცხო ქვეყნის 10 და საქართველოს 5 მოქალაქე. საზაფხულო სკოლის სამუშაო ენებია ქართული და ინგლისური.
წამყვანი ქართველი სპეციალისტები 7 დღეში მონაწილეებს ჩაუტარებენ 23 ლექციას, რომლებიც დაიყოფა 5 მოდულად: დემოკრატიული ინსტიტუტები; რესპუბლიკა და უცხოეთი; სამხედრო საქმე; ეკონომიკა, კულტურა, რელიგია, ადამიანის უფლებები, პრესა; პრაქტიკა. საზაფხულო სკოლის დროს გათვალისწინებულია კულტურული ღირსშესანიშნაობებისა და მუზეუმების დათვალიერება. მონაწილეები გაეცნობიან საარქივო დოკუმენტებს, შესაბამისი პერიოდის აუდიოვიზუალურ მასალას.
იმის გათვალისწინებით, რომ თბილისი იყო ამიერკავკასიის ცენტრი და დედაქალაქიც კი (ამიერკავკასიის რესპუბლიკის დროს), ძირითადი საარქივო მასალა თავმოყრილია საქართველოს ეროვნულ არქივში. გარდა ამისა, დოკუმენტების უმრავლესობა უცნობია სომეხი, აზერბაიჯანელი და, განსაკუთრებით, ევროპელი მეცნიერებისათვის, რაც აისახება მათ კვლევებში არსებულ რიგ წინააღმდეგობებზე. ევროპელი მეცნიერების დასკვნების უმეტესობა ეყრდნობა ევროპულ არქივებში დაცულ მასალებს, რაც ყოველთვის რეალურად არ ასახავს რეგიონში მიმდინარე პროცესებს. ამასთანავე, ქართველ მეცნიერებს დიდი ხნის მანძილზე არ მიუწვდებოდათ ხელი დასავლურ საარქივო მასალებზე. საზაფხულო სკოლის მიზანია შეკრიბოს წამყვანი ექსპერტები, უცხოელი და ქართველი მკვლევარები და სტუდენტები რომლებიც ლექციების შემდეგ სხვადასხვა პრობლემას მრგვალ მაგიდასთან განიხილავენ.
საზაფხულო სკოლა იწვევს საკითხით დაინტერესებულ საქართველო მოქალაქეებს, რომელთაც განათლება მიღებული აქვთ, ან სწავლობენ საქართველოს, კავკასიის ხალხთა, პოლიტოლოგიის, წყაროთმცოდნეობის და სხვა მომიჯნავე სპეციალობებით. აკადემიური ხარისხის მქონე სტუდენტები, მკვლევარები, სხვადასხვა უნივერსიტეტის თანამშრომლები, ასევე მოწვეულნი არიან პროექტში მონაწილეობისათვის.
მონაწილეთა ინდივიდუალურ აპლიკაციებს განიხილავს ეროვნული არქივის თანამშრომლებისაგან და მოწვეული ექსპერტებისაგან შემდგარი საზაფხულო სკოლის სამეცნიერო საბჭო. საბჭო იტოვებს უფლებას, გაესაუბროს აპლიკაციის შემომტან საქართველოს მოქალაქეს. 

მონაწილეობის მსურველმა უნდა გამოაგზავნოს შევსებული სააპლიკაციო ფორმა (ფაილის ჩამოტვირთვა). ელექტრონული ფოსტის მისამართზე: summerschool@archives.gov.ge

აპლიკაციის შემოტანის ბოლო ვადა 2013 წელი, 30 ივნისი, 24:00 თბილისის დროით. სამეცნიერო საბჭო დააკმაყოფილებს ან უარს ეტყვის აპლიკანტს მონაწილეობაზე, რის შესახებაც თითოეულ აპლიკანტს ეცნობება 2013 წლის 10 ივლისამდე.
გისურვებთ წარმატებებს!

საქართველოს ეროვნული არქივის ვებსაიტი: http://archives.itdc.ge/ge/home
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ვებსაიტი: http://rustaveli.org.ge/index.php
პროექტის ვებსაიტი უცხოეთის მოქალქეებისათვის: http://archivesummerschool.blogspot.com/